鹿苑寺

( კინკაკუ-ძი )

კინკაკუ-ძი (იაპონ. 金閣寺, „ოქროს პავილიონის ტაძარი“), ოფიციალური სახელწოდებაა როკუონ-ძი (იაპონ. 鹿苑寺, „ირმის ბაღის ტაძარი“) — ძენ ბუდისტური ტაძარი კიოტოში, იაპონიაში. ტაძარი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა და ყოველწლიურად მრავალ მნახველს იზიდავს. კინკაკუ-ძი ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ისტორიული საიტი, ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ლანდშაფტი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ანტიკური კიოტოს ისტორიული ძეგლების 17 ნიმუშიდან ერთ-ერთია.

კინკაკუ-ძი (იაპონ. 金閣寺, „ოქროს პავილიონის ტაძარი“), ოფიციალური სახელწოდებაა როკუონ-ძი (იაპონ. 鹿苑寺, „ირმის ბაღის ტაძარი“) — ძენ ბუდისტური ტაძარი კიოტოში, იაპონიაში. ტაძარი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა და ყოველწლიურად მრავალ მნახველს იზიდავს. კინკაკუ-ძი ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ისტორიული საიტი, ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ლანდშაფტი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ანტიკური კიოტოს ისტორიული ძეგლების 17 ნიმუშიდან ერთ-ერთია.

ისტორია

კიკაკუ-ძი თავდაპირველად ვილა იყო, რომელსაც კიტაიამა-დაი (北山第) ეწოდებოდა და ძლიერ სახელმწიფო მოხელეს, საიონძი კინცუნეს ეკუთვნოდა.[1] მისი ისტორია 1397 წლიდან იწყება, როდესაც ვილა საიონძის ოჯახისგან სიოგუნმა აშიკაგა იოშიმიცუმ შეიძინა და კინკაკუ-ძის კომპლექსად გადააკეთა.[1] იოშიმიცუს გარდაცვალების შემდეგ, მისი სურვილის შესაბამისად მისმა ვაჟმა შენობა ძენის ტაძრად გადააკეთა.[2][3]

ონინის ომის დროს (1467–1477) კომპლექსის ყველა ნაგებობა, გარდა პავილიონისა, დაიწვა.[1]

1950 წლის 2 ივლისს, 02:30 საათზე, 22 წლის ახალბედა ბერმა, ჰაიაში იოკენმა პავილიონი დაწვა, შემდეგ დაიმონ-ძის მთზე თავის მოკვლა სცადა, მაგრამ გადარჩა და დააკავეს. ბერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა დარღვევების გამო (დევნის კომპლექსი და შიზოფრენია) 1955 წლის 29 სექტემბერს გაათავისუფლეს გონებრივი. იგი 1956 წლის მარტში ტუბერკულოზისგან განრდაიცვალა.[4] ხანძრის დროს აშიკაგა იოშიმიცუს ქანდაკება განადგურდა, თუმცა შემდეგში აღადგინეს. ეს მოვლენები ლიტერატურულად იუკიო მისიმამ აღწერა 1056 წლის წიგნში ოქროს ტაძარი.[5]

დღევანდელი პავილიონი 1955 წლით თარიღდება, როცა იგი ხელახლა ააგეს. პავილიონი სამგანყოფილებიანია, რომლის სიმაღლეც 12.5 მეტრია. რეკონსტრუქცია თავდაპირველი პავილიონის ასლის შექმნას ისახავდა მიზნად, ოქროფურცლის საფრის ჩათვლით, რომელიც ორიგინათან შედარებით, უფრო სქელი დაამზადეს. გარდა ამისა, პავილიონის ინტერიერი, ნახატებისა და იოშიმიცუს ქანდაკების ჩათვლით, ხელახლა აღადგინეს. საბოლოოდ, სახურავი 2003 წელს განაახლეს. სახელწოდება კინკაკუ მომდინარებს ოქროსფურცლიდან, რომლითაც პავილიონია დაფარული. ოქრო სიკვდილთან მიმართებით უარყოფითი აზრებისა და გრძნობების გაწმენდასა და შემსუბუქებას ისახავს მიზნად.[6]

↑ 1.0 1.1 1.2 Kinkaku-ji in Kyoto. Asano Noboru. ციტირების თარიღი: 2010-07-15.შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის bornoff2000 არ არის მითითებული ტექსტი; $2Scott, David (1996). Exploring Japan. Fodor's Travel Publications, Inc. ISBN 0-679-03011-5.Albert Borowitz (2005). Terrorism for self-glorification: the Herostratos syndrome. Kent State University Press, გვ. 49–62. ISBN 978-0-87338-818-4. ციტირების თარიღი: 1 July 2011.  See: Herostratos syndromeშეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის orientalarch არ არის მითითებული ტექსტი; $2Gerhart, Karen M. The material culture of Death in medieval Japan. N.p.: University of Hawaii Press, 2009. N. pag. Print.
Photographies by:
Statistics: Position
33
Statistics: Rank
1500216

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
893245617Click/tap this sequence: 9991

Google street view

Where can you sleep near კინკაკუ-ძი ?

Booking.com
489.385 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 23 visits today.