黄山

( ხუანგშანი )

ხუანგშანი (ჩინ. 黃山, ყვითელი მთა) — მთათა სისტემა აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხუეის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. გამოირჩევა თავის პეიზაჟებით, განსაკუთრებულად გამოკვეთილი გრანიტის მწვერვალებით, ხუანშანის ფიჭვის ხეებით. ხშირად ხუანშანი ტრადიციული ჩინური მხატვრობისა და ლიტერატურის შთაგონების წყაროა, ისევე როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის. დღეს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

მთათა სისტემა მრავალ მწვერვალს მოიცავს, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 1000 მეტრია ზღვის დონიდან. მსოფლიო მემკვიდრეობის ზონაში მოქცეულია 154 კმ² ტერიტორია, 142 კმ² კი ბუფერულ ზონას წარმოადგენს. ეს მთები მეზოზოურ ერაში, 100 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.

ცინის დინასტიის ზეობისას, მთების სახელი იშანი იყო, თანამედროვე სახელი მას 747 წელს პოეტმა ლი ბომ უწოდა.

რეგიონის მცენარეულობა დამოკიდებულია სიმაღლეზე. 1100 მეტრის დაბლა გავრცელებულია ზომიერი ტყეები, 1800 მეტრამდე - ფოთოლმცვივანი ტყეები, მის მაღლა კი ა...დაწვრილებით

ხუანგშანი (ჩინ. 黃山, ყვითელი მთა) — მთათა სისტემა აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხუეის პროვინციის სამხრეთ ნაწილში. გამოირჩევა თავის პეიზაჟებით, განსაკუთრებულად გამოკვეთილი გრანიტის მწვერვალებით, ხუანშანის ფიჭვის ხეებით. ხშირად ხუანშანი ტრადიციული ჩინური მხატვრობისა და ლიტერატურის შთაგონების წყაროა, ისევე როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიის. დღეს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

მთათა სისტემა მრავალ მწვერვალს მოიცავს, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 1000 მეტრია ზღვის დონიდან. მსოფლიო მემკვიდრეობის ზონაში მოქცეულია 154 კმ² ტერიტორია, 142 კმ² კი ბუფერულ ზონას წარმოადგენს. ეს მთები მეზოზოურ ერაში, 100 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.

ცინის დინასტიის ზეობისას, მთების სახელი იშანი იყო, თანამედროვე სახელი მას 747 წელს პოეტმა ლი ბომ უწოდა.

რეგიონის მცენარეულობა დამოკიდებულია სიმაღლეზე. 1100 მეტრის დაბლა გავრცელებულია ზომიერი ტყეები, 1800 მეტრამდე - ფოთოლმცვივანი ტყეები, მის მაღლა კი ალპური ვეგეტაცია, რომელიც ძირითადად ფიჭვისა და დაბალი მცენარეულობისგან შედგება.

ხუანგშანი მწვერვალები ხშირად ღრუბლების მაღლა ექცევიან და და წარმოქმნიან სანახაობრივ ფენომენს, ე.წ ღრუბლების ზღვას, რომელიც უზომოდ შთამბეჭდავია და უამრავ ტურისტს იზიდავს.

Photographies by:
Statistics: Position
4944
Statistics: Rank
20210

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
795142386Click/tap this sequence: 5414

Google street view

Where can you sleep near ხუანგშანი ?

Booking.com
487.374 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 0 visits today.