კეცალკოატლი

კეცალკოატლი (ნაუატ. Quetzalcōātl — „ფრთიანი გველი“) — ძველი ამერიკის ღვთაების სახელი, ასევე აცტეკებისა და ცენტრალური ამერიკის სხვა ცივილიზაციების პანთეონის ერთ-ერთი უმაღლესი ღმერთი. ამავე სახელის მქონე არის ისტორიული პირიც.

კეცალი ანუ კვეზალი ეწოდება მუქი ზურმუხტისფერი ბუმბულის მქონე ფრინველს, რომელიც ამერიკის ტრადიციულ კულტურებში დიდად ფასობდა.

გარდა ამისა, აცტეკების ღმერთის მიხედვით, კეცალკოატლი (ლათ. Quetzalcoatlus) დაარქვეს პტეროზავრების ქვეჯგუფის უდიდეს წარმომადგენელს.