Palau de la Música Catalana

( კატალონიური მუსიკის სასახლე )

კატალონიური მუსიკის სასახლე (Palau de la Música Catalana) — საკონცერტო დარბაზი ბარსელონაში. დაპროექტებულია კატალონიურ მოდერნისტულ სტილში, არქიტექტორ ლუის დომენიკ ი მონტანერის მიერ. ნაგებობა 1905 - 1908 წლებში აშენდა და განკუთვნილი იყო 1891 წელს დაარსებული საზოგადოებისთვის, რომელიც კატალონიურ კულტურულ მოძრაობას ედგა სათავეში. ეს მოძრაობა რენეხენსას სახელით არის ცნობილი.

მშენებლობას ძირითადად საზოგადოება აფინანსებდა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მდიდარმა ბარსელონელმა მრეწველებმა და ბურჟუაზიის წარმოამდგენლებმა. 1982 -1989 წელს, შენობას მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო 1997 წელს ის იუნესკომ სანტ-პაუს ჰოსპიტალთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამჟამად, სასახლეს მუსიკალურ წარმოდგენებზე დასასწრებად ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს.

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
836175429Click/tap this sequence: 5145
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near კატალონიური მუსიკის სასახლე ?

Booking.com
491.599 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 71 visits today.