ქართული ენა
ქართული ენა — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფის ენა. ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.