Kabah (sitio arqueológico)

( კაბახი )

კაბახი — მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის შტატში. სახელწოდება მომდინარეობს მაიას ენიდან და ნიშნავს "ძლიერ ხელს". მისი ალტერნატიული სახელია კაბაუაკანი.

ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. III საუკუნეში. აქ არსებული არქიტექტურის უმრავლესობა აგებულია ჩვ.წ. VII-XI საუკუნეებში. კაბახი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ იუკატანს ესპანელები დაიპყრობდნენ.

კაბახის ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა ე.წ. "ნიღბების სასახლე", რომლის ფასადიც დეკორირებულია წვიმის ღმერთი ჩააკის ასამდე ქვის ნიღბით. წვიმის ღმერთის ეს ნიღბები მრავლადაა ახლომდებარე სხვა სტრუქტურებზეც.

კომპლექსი კიდევ მრავალ მაიას სტილის სასახლეს შეიცავს, პატარ-პატარა დაბალ შენობებსა და პირამიდა-ტაძრებს.

კაბახი პირველად 1843 წელს აღწერეს მეცნიერებმა ჯონ ლოიდ სტეფენსმა და ფრედერიკ კატერვუდმა.

1993 წელს კაბახი იუკატანის სახელმწიფო პარკად გამოცხადდა.

Photographies by:
Mesoamerican - CC BY-SA 3.0
Mesoamerican - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
3633
Statistics: Rank
31651

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
729658341Click/tap this sequence: 3146

Google street view

Where can you sleep near კაბახი ?

Booking.com
489.864 visits in total, 9.197 Points of interest, 404 Destinations, 29 visits today.