ჯერონიმო
ჯერონიმო (ინგლ. Geronimo) ასევე გუიაჰლე (ჩირიკაჰუა Goyaałé [kòjàːɬɛ́] მთქნარა; 16 ივნისი, 1829 – 17 თებერვალი, 1909) — განთქმული ამერიკელი ინდიელი ლიდერი ჩირიკაჰუას აპაჩთა ტომიდან, რომელიც 25 წლის განმავლობაში ებრძოდა აშშ-ის მიერ მათი მიწების ათვისებას.