Hot dog ( ჰოთ-დოგი )
ჰოთ-დოგი ან ჰოთდოგი (ინგლ. ცხელი ძაღლი) — ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ან შემწვარი სოსისი გაჭრილ პურში. ტრადიციულად გამოიყენება ვენის ან ფრანკფურტის, ძროხის, ღორის ან შერეული ხორცის სოსისი - ყველაზე დაბალი ფასი ქათმის და ინდაურის ჰოთ-დოგს აქვს. პოპულარული სოუზებია კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი და ყველის სოუზი, შეიძლება დაემატოს ხახვი, ყველი, ჰალაპენიო, ჩილი, პაპრიკა, ზეთისხილი ან ბეკონი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, არსებობს მომზადების წესის უამრავი ვარიაცია სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენებით.