ჰასანია
ჰასანია (არაბ. حسانية) — არაბული ენების დიალექტი, რომელზეც ძირითადად საუბრობენ ბენი ჰასანის და ბედუინების ტომების წარმომადგენლები, რომელთა სამფლობელოებიც XV-XVII საუკუნეებში მოიცავდა მავრიტანიისა და დასავლეთ საჰარის თითქმის მთელ ტერიტორიას. ამ რეგიონში მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბერბერო-ლიბიური ენები. ჰასანია მაღრიბული დიალექტებში იმით გამოირჩევა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინეს გეოგრაფიულად მასთან ახლო მყოფმა სხვა ენებმა — ზენაგამ და ვოლოფმა. ჰასანიასაც აქვს რამდენიმე დიალექტი, თუმცა მათი ძირითადი განსხვავება მხოლოდ ფონეტიკაშია. დღეისთვის ჰასანია სასაუბროდ გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ალჟირი, მალი, მავრიტანია, მაროკო, დასავლეთი საჰარა.