Hubbard Glacier

( ჰაბარდი )

ჰაბარდი (ინგლ. Hubbard Glacier) — ხეობის ტიპის მყინვარი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე. იწყება ლოგანის მთიდან, კანადისა და ალასკის საზღვარზე. სიგრძე 122 კმ. მყინვარის ფრონტალური ნაწილის სიგანეა დაახლოებით 9–16 კმ. მთისძირში ყინულის ასაკი 400 წლით განისაზღვრება. ფირნის ხაზის საშუალო სიმაღლეა 850 მ. იკვებება წმინდა ილიას მთების ფირნული ველებიდან. ზედა 67 კილომეტრიანი მონაკვეთი კანადის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენი — 48 კილომეტრი მოქცეულია აშშ-ში. მყინვარის ენა ეშვება წყნარი ოკეანის იაკუტატის ყურეში, სადაც წარმოქმნის 8 კილომეტრი სიგანის ფრონტს. ჰაბარდი ჩრდილოეთი ამერიკის უდიდესი მოქცევითი მყინვარია. XIX საუკუნის ბოლოდან დაწყებული მყინვარი წელიწადში წინ იწევს 17–18 მ-ით. სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მუდმივი შესწავლის ობიექტია.

Photographies by:
Bernard Spragg. NZ - CC0
Statistics: Position
4170
Statistics: Rank
87806

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
153264798Click/tap this sequence: 5656
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჰაბარდი ?

Booking.com
9.010.172 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.941 visits today.