Gold Coast, Queensland

( გოლდ-კოსტი )

გოლდ-კოსტი (ინგლ. Gold Coast) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 494 501 ადამიანს, ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით გოლდ-კოსტს მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო კუინზლენდის შტატში მეორე. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 352,71 ადამიანია. ფართობი — 1402 კმ². შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენიდან დაშორებულია 94 კილომეტრით. დაარსდა 1959 წელს. გაშენებულია ტასმანიის ზღვის სანაპიროზე. გოლდ-კოსტის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უტოლდება 1218,2 მმ-ს.

გოლდ-კოსტი (ინგლ. Gold Coast) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 494 501 ადამიანს, ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით გოლდ-კოსტს მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო კუინზლენდის შტატში მეორე. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 352,71 ადამიანია. ფართობი — 1402 კმ². შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენიდან დაშორებულია 94 კილომეტრით. დაარსდა 1959 წელს. გაშენებულია ტასმანიის ზღვის სანაპიროზე. გოლდ-კოსტის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უტოლდება 1218,2 მმ-ს.

ისტორია

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, თანამედროვე ქალაქ გოლდ-კოსტის ტერიტორიაზე ავსტრალიელი აბორიგენები დასახლდნენ 23 ათას წელზე უფრო მეტი ხნის წინ ევროპელების გამოჩენამდე. XIX საუკუნის დასაწყისისთვის ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა რვა ტომი, რომელთა წევრები იყვნენ იუგამბეჰის (ინგლ. Yugambeh people) ხალხის წარმომადგენლები. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა და თევზჭერა. თანამედროვე გოლდ-კოსტის თანამგზავრის — ბანდელის (ინგლ. Bundall) შორიახლოს მდებარეობდა ადგილობრივი ტომების ტრადიციული შეკრების ადგილი.

პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ, რომლებმაც დაიწყეს ფერმერობა და ტყის გაჩეხვა, იუგამბეჰის ტომები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ტრადიციული სანადირო ადგილები და გადასახლებულიყვნენ მატერიკის შიდა რაიონებში. 1890 წლისთვის ტომების წარმომადგენლების დარჩენილი ნაწილი გადაასახლეს რეზერვაციებში ქალაქ გოლდ-კოსტის რაიონის ფარგლებს გარებს.

პირველი ევროპელი, რომელიც ეწვია თანამედროვე გოლდ-კოსტის ტერიტორიას, ითვლება ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელიც ამ ადგილის გვერდით მიცურავდა 1770 წლის 16 მაისს. 1802 წელს თანამედროვე გოლდ-კოსტის ტერიტორიის გვერდით გაცურა მეორე მოგზაურმა მეტიუ ფლინდერსმა, მაგრამ ამ ადგილებში ევროპელები არ დასახლებულან 1823 წლამდე, სანამ მერმეიდის პლაჟზე არ გადავიდა მკვლევარი ჯონ ოკსლი. მიუხედავად იმისა, რომ გოლდ-კოსტის ტერიტორია კოლონიალურ რუკებზე გაჩნდა შედარებით უფრო ადრე, ის არ იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს ევროპელ კოლონიზატორებში 1840 წლამდე, როდესაც რეგიონი დაიტანეს რუკებზე ახალმა სამხრეთ უელსელმა ტოპოგრაფებმა.

გოლდ-კოსტის ტერიტორიაზე არსებულმა ტყეებმა ძვირფასი ავსტრალიური წითელი კედარით (ლათ. Toona ciliata) უმალვე მიიპყრო კომერსანტების ყურადღება, რომლებიც დაკავებული იყვნენ ხე-ტყის წარმოებით: 1865 წელს გამოკვლეული იქნა პატარა დასახლება ნერანგი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქის შიდა რაიონებში და შემდგომში გახდა ხე-ტყის დამამუშავებელი ერთ-ერთი ცენტრი. ახლომდებარე ველებზე და ბორცვებზე ევროპელებმა დაიწყეს ნახირის მოშენება, შაქრის ლერწმის და ბამბის მოყვანა. ხოლო 1869 წელს დასახლებამ მიაღწია იმ ადგილს, სადაც მდინარე ნერანგი უერთდება მორეტონის უბის სამხრეთ ნაწილს.

1885 წელს კუინზლენდის გუბერნატორმა ენტონი მასგრეივმა (ინგლ. Anthony Musgrave) გოლდ-კოსტის თანამედროვე თანამგზავრ — საუთპორტის ჩრდილოეთით ბორცვზე ააშენა დასასვენებელი სახლი. იმ დღიდან იქვე მდებარე სანაპირო გახდა საკურორტე ადგილი ბრიზბენის მდიდარი და გავლენიანი წრეებისთვის. 1889 წელს საუთპორტამდე მიიყვანეს რკინიგზა, რაც გახდა ამ ადგილის განვითარების ერთ-ერთი საბაბი.

XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე რეგიონის მუდმივი მოსახლეობა იზრდებოდა საკმაოდ ნელა. მაგრამ 1925 წელს სანაპირო გზის, რომელიც ბრიზბენს საუთპორტთან აერთებდა, ასევე საუთპორტიდან ორ კმ-ში მდებარე ოტელ სერფერს-პარადაისის გახსნის შემდეგ, დაიწყო ნამდვილი ტურისტული ბუმი.

1930-იან წლებში ავტოტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ტურისტების ნაკადი მუდმივად იზრდებოდა, რის გამოც 1935 წლისთვის სანაპიროს დიდ ნაწილზე საუთპორტსა და ახალი სამხრეთ უელსის საზღვარს შორის გაშენდა დიდი კერძო სახლები და სასტუმროები. 1933 წელს ამ ადგილს დაერქვა სერფერს-პარადაისი. 1936 წელს ამავე დასახელების ოტელი დაიწვა, მაგრამ უკვე მალევე მის ადგილას აშენდა კიდევ უფრო გრანდიოზული კომპლექსი, რომელშიც არსებობდა საკუთარი ზოოპარკი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონი რჩებოდა საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ადგილად და 1940-იანი წლების ბოლოსათვის ჟურნალისტებმა მას დაარქვეს «Gold Coast» (ინგლისური ენიდან თარგმანში «ოქროს სანაპირო»). 1958 წლის 23 ოქტომბერს საუტ-კოსტის (ინგლ. South Coast Town Council) საქალაქო საბჭოს ოფიციალურად ეწოდა გოლდ-კოსტი. სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ დასახლება გამოცხადდა ქალაქად (ინგლ. city).

1960 წლისთვის გოლდ-კოსტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაჩნდა პირველი მაღალი საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. 1981 წელს გაიხსნა გოლდ-კოსტის აეროპორტის ტერმინალი, ხოლო მთელი 1980-იანი წლები გახდა წარმატებული უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით: იაპონელმა ბიზნესმენებმა ჩადეს უზარმაზარი თანხები ცათამბჯენების მშენებლობაში და თემატურ პარკებში.

1994 წელს გადაისინჯა ქალაქის საზღვრები, ასევე ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანო — გოლდ-კოსტის საქალაქო საბჭო (ინგლ. City of Gold Coast Council). დღეისათვის ქალაქი რჩება ავსტრალიის მსხვილ ტურისტულ ცენტრად. აქტიურად ვითარდება მაღალი შენობების მშენებლობა, მათ შორის, 2005 წელს გოლდ-კოსტში დამთავრდა ცათამბჯენ Q1 Tower-ის მშენებლობა, რომლის სიმაღლეა 322,5 მეტრი, 2007 წელს კომპლექს Circle on Cavill-ის მშენებლობა, რომლის სიმაღლეა 220 მეტრი.

Photographies by:
Petra - CC BY 2.0
Statistics: Position
1057
Statistics: Rank
106184

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
914752683Click/tap this sequence: 9143

Google street view

Where can you sleep near გოლდ-კოსტი ?

Booking.com
487.403 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 29 visits today.