გინესი (ლუდი)
გინესი (ინგლ. Guinness) — ლუდის ბრენდი მფლობელი Diageo (შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში), დაფუძნდა 1759 წელს, ართურ გინესის მიერ (Arthur Guinness). ლუდი „გინესი“ — ყველაზე ცნობილი და მოხმარებადი ირლანდიური ლუდია, რომელიც ირლანდიაში ლეგენდად და წმინდა პატრიკის დღის სიმბოლოდ არის ქცეული.