Gazpacho ( გასპაჩო )

გასპაჩო (ესპ. gazpacho) — ესპანური კერძი, ცივი წვნიანი პამიდვრებისგან. დამატებითი ინგრედიენტებია — წყალი, პური, ზეითუნის ზეთი, ნიორი, შავი პილპილი და მარილი. ასევე ემატება წვრილად დაჭრილი კიტრი, წიწაკა, ხახვი, ცოტაოდენი ძმარი და სანელებლები. კერძი წარმოშობით ანდალუსიიდან არის და ტიპური ხმელთაშუაზღვისპირა დიეტის ნაწილია. არსებობს ასევე ლამანჩის გასპაჩო, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ანდალუსიურთან. ეს წვნიანი ნანადირევი ფრინველით კეთდება.