Gaule ( გალია )

გალია (ლათ. Gallia) — ისტორიული სახელმწიფო ძველი რომის აღმოსავლეთით. გალიას ეკავა საფრანგეთის, ლუქსემბურგის და ბელგიის მიწები. გარკვეულ პერიოდებში გალიაში შედიოდა პოს დაბლობი, დასავლეთი შვეიცარია, ნიდერლანდებისა და გერმანიის გარკვეული ნაწილები და მდინარე რაინის დასავლეთი სანაპირო. ამ ტერიტორიაზე მკვიდრი გალები ცხოვრობდნენ, რომლებიც გალურ ენაზე საუბრობდნენ, ეს ენა იმდროინდელ ევროპაში საკმაოდ ფართოთ იყო გავრცელებული, მას აგრეთვე გააჩნდა სხვადასხვა დიალექტები.

გალების ტერიტორიაზე მრავალი არქეოლგიური გათხრა ჩატარდა. მოგვიანებით უკვე გალების შესახებ არსებობს მრავალი რომაულ წყარო.

ძველი წელთაღრიცხვის ბოლოსთვის იწება რომაული სახელმწიფოს გაძლიერების პერიოდი. ძვ. წ. 58 წელს იულიუს კეისარი გაგზავნილი იქნა გალიაში რადგანაც მას მოეხდინა ამ ტერიტორიის დამორჩილება, ამას მოჰყვა გალებთან ომი რომელიც ძვ. წ. 58-დან ძვ. წ. 51 წლამდე გრძელდებოდა. გალებთან ომში ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ ალეზიასთან. აქ იულიუს კეისარმა შეძლო მოწინააღმდგეების დამრცხება და სრულიად გალიის დამორჩილება.