Êzdîtî ( ეზიდიზმი )
ეზიდიზმი, მოძველებული — იეზიდიზმი (ორიგინალში - შარფადინ) — ეზიდთა სინკრეტული რელიგია , რომელიც შეიცავს ზოროასტრიზმის, ნესტორიანული ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის ელემენტებს. ეზიდებს სწამთ ერთი ღმერთისა და 7 ანგელოზის არსებობის, რომელთა შორის უპირველესი არის მალაქ-ტაუსი (იგივე ჯაბრაილი). დღემდე ეზიდების რელიგიას შენარჩუნებული აქვს მრავალრიცხოვანი ადათ-წესები, რწმენა, რომელიც დაკავშირებულია უძველეს ქურთულ რწმენასთან. ეზიდების რელიგიური დოქტრინა განთავსებულია ორ წმინდა წიგნში - „გამოცხადებისა“ და „შავი“.