ელისტა ( რუს. Элиста́, ყალმ. Элст, ელსტ) — რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2010 წლის აღწერის მიხედვით 103 749 ადამიანს შეადგენს; 1989 წელს კი ქალაქში 89 695 ადამიანი ცხოვრობდა. 1944 - 1957 წლებში ცნობილი იყო როგორც სტეპნოი.

ელისტა ( რუს. Элиста́, ყალმ. Элст, ელსტ) — რუსეთის ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2010 წლის აღწერის მიხედვით 103 749 ადამიანს შეადგენს; 1989 წელს კი ქალაქში 89 695 ადამიანი ცხოვრობდა. 1944 - 1957 წლებში ცნობილი იყო როგორც სტეპნოი.

ისტორია

ელისტა დაარსდა 1865 წელს, როგორც პატარა დასახლება. მისი სახელწოდება ყალმუხურად ,,ქვიშიანს“ ნიშნავს.[1] 1920 წლის ნოემბერში ელისტა გახდა ყალმუხეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის ელისტა პატარა ქალაქად გადაკეთდა, რადგან იოსებ სტალინის კოლექტივიზაციის პოლიტიკამ აიძულა მრავალი ყალმუხი მიეტოვებინათ თავიანთი ტრადიციული მომთაბარე ცხოვრების წესი და თანამედროვე, მჯდომარე და ურბანული ცხოვრების წესი მიეღოთ. 1935 წლის ოქტომბერში ელისტა აღიარეს ყალმუხეთის ასსრ-ის დედაქალაქად. 1942 წლის ბოლოს ქალაქი მცირე ხნით დაიპყრო გერმანიის არმიამ. ეთნიკურ ყალმუხებსა და გერმანელებს შორის სავარაუდო თანამშრომლობის გამო, 1943 წლის 27 დეკემბერს ყალმუხეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლია დაიშალა და მისი ეთნიკური ყალმუხი მოსახლეობა იძულებით გადაასახლეს ციმბირში. მათ სანაცვლოდ ქალაქში რუსი მოსახლება ჩამოიყვანეს. შეიცვალა ელისტას სახელიც და მას სტეპნოი (Степно́й) დაერქვა. ქალაქს სახელწოდება 1957 წლამდე შეუნარჩუნდა, მანამ სანამ გადასახლებულ ყალმუხებს, რომლებიც ცოცხალი გადარჩნენ, უკან დაბრუნების ნება არ მისცეს.

დასავლეთელმა ტურისტებმა ელისტას მონახულება 1990–იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო და ისინი მას შემდეგ მეტად გააქტიურდნენ, რაც ქალაქმა 1998 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.

Е. М. Поспелов. "Географические названия мира", Москва, 1998, стр. 480.
Photographies by:
Original uploader was Buzava at en.wikipedia - Public domain
Statistics: Position
721
Statistics: Rank
141919

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
571482693Click/tap this sequence: 7526

Google street view

Where can you sleep near ელისტა ?

Booking.com
490.026 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 75 visits today.