Elbphilharmonie
( ელბის ფილარმონია )ელბის ფილარმონია (გერმ. Elbphilharmonie) — ჰამბურგის საკონცერტო დარბაზი, მდებარეობს მდინარე ელბის კუნძულ გრასბროოკზე. საკონცერტო დარბაზის საზეიმო გახსნა გაიმართა 2017 წლის 11 იანვარს, 10-წლიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ. 26-სართულიანი შენობის სიმაღლეა 110 მეტრი. 2 100 ადგილიანი დიდი და 550 ადგილიანი მცირე საკონცერტო დარბაზებისა შენობაში მდებარეობს სასტუმრო 244 ოთახით, 45 ბინა, მაღაზიები, რესტორნები და ავტოსადგომი. მერვე სართულზე მდებარეობს აივანი, რომელიც ღიაა დამთვალიერებლებისათვის.
ელბის ფილარმონია (გერმ. Elbphilharmonie) — ჰამბურგის საკონცერტო დარბაზი, მდებარეობს მდინარე ელბის კუნძულ გრასბროოკზე. საკონცერტო დარბაზის საზეიმო გახსნა გაიმართა 2017 წლის 11 იანვარს, 10-წლიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ. 26-სართულიანი შენობის სიმაღლეა 110 მეტრი. 2 100 ადგილიანი დიდი და 550 ადგილიანი მცირე საკონცერტო დარბაზებისა შენობაში მდებარეობს სასტუმრო 244 ოთახით, 45 ბინა, მაღაზიები, რესტორნები და ავტოსადგომი. მერვე სართულზე მდებარეობს აივანი, რომელიც ღიაა დამთვალიერებლებისათვის.
პროექტის განხორციელებაში ჩაერთო შვეიცარიული არიტექტურული ბიურო Herzog & de Meuron[1]. თავდაპირველად ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი იყო 2010 წელი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შენობა მფლობელს გადაეცა 2017 წლის იანვარში. შენობის მშენებლობა დაჯდა 789 მილიონი ევრო.
საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე პირველად წარდგა ჩრდილოეთგერმანული რადიოს სიმფონიური ორკესტრი „Zum Raum wird hier die Zeit“[2][3][4].
↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-16. ციტირების თარიღი: 2017-01-15. ↑ Elbphilharmonie Opening: NDR Elbphilharmonie Orchester. Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-13. ციტირების თარიღი: 2017-01-15. ციტირების თარიღი: 2017-01-11 ↑ Finally, a Debut for the Elbphilharmonie Hall in Hamburg. New York Times. ციტირების თარიღი: 2017-01-11 ↑ Germans cheer new landmark as Hamburg concert hall opens. Reuters. ციტირების თარიღი: 2017-01-11
კომენტარის დამატება