اللغة المصرية ( ეგვიპტური ენა )

ეგვიპტური ენა ასევე ძველეგვიპტური ენა — ძველ ეგვიპტელთა ენა. გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. მიეკუთვნება აფრაზიული ენების ოჯახს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ენა მსოფლიოში საკუთარი დამწერლობის სისტემით. ყველაზე ძველი წერილობითი ძეგლები ეკუთვნის IV ათასწლეულს ჩ. წ.-მდე, ხოლო ყველაზე ახალი - მე-5 საუკუნეს. ეგვიპტური ენის მეცნიერული შესწავლა იწყება XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან, მას შემდეგ, რაც ჟან ფრანსუა შამპოლიონიმ გაშიფრა რამდენიმე იეროგლიფი.

ეგვიპტური ენის შემდეგი განვითარებაა კოპტური ენა, რომელსაც ეგვიპტელი ქრისტიანები იყენებდნენ.