Dolomiti
( დოლომიტის ალპები )დოლომიტის ალპები (იტალ. Dolomiti; გერმ. Dolomiten) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში, შედის სამხრეთი კირქვიანი ალპების სისტემაში. მასივი განლაგებულია იტალიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგი პროვინციების ტერიტორიაზე: ბელუნო, ბოლცანო–სამხრეთ ტიროლი და ტრენტო. მასივი შემოსაზღვრულია მდინარეების დაბლობებით: იზარკო (ჩრდილო-დასავლეთი), პუსტერია (ჩრდილოეთი), პიავე (სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი), ბრენტა (სამხრეთ-დასავლეთი) და ადიჯე (დასავლეთი). ქედი გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, უმაღლესი მწვერვალია — მარმოლადის მთა (3342 მეტრი).
2009 წელს დოლომიტის ალპები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
Photographies by:
Daniele Bonaldo - CC BY-SA 4.0
Statistics: Position (field_position)
1157
Statistics: Rank (field_order)
160449
კომენტარის დამატება