Context of შოტლანდია

შოტლანდია (შოტლ. Alba) — ქვეყანა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით, რომელიც ესაზღვრება მხოლოდ ინგლისს. ქვეყანას აღმოსავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე და ირლანდიის ზღვა. შოტლანდია ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი საკუთარი მთავრობით, ახლა კი იმ ოთხ ერს შორისაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აყალიბებს ერთ სახელმწიფოდ. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV ინგლისის მეფეც გახდა და ჯეიმზ I ეწოდა. 1707 წელს შოტლანდიის პარლამენტი ინგლისის პარლამენტს შეუერთდა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტი გახდა. 1801 წელს კი დიდი ბრიტანეთი ირლანდიასთან გაერთიანდა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო წარმოიქმნა. თუმცაღა შოტლანდია დამოუკიებელი სახელმწიფო არ არის, ისტორიის მანძილზე მან საკუთარი კანონმდებლობა, სკოლა და უნიკალური კულტურა შეინარჩუნა. 1999 წლიდან შოტლანდიას საკუთარი პარლამენტი აქვს. ამის მიუხედავად, ძირითადი საკითხები მაინც ვესტმისტერიდან კონტროლდება. შოტლანდიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღესდღეობით ისევ დამოუკიდებლობა სურს.

...დაწვრილებით

შოტლანდიური დროშა ლურჯია თეთრი დიაგონალური ჯვრით. ეს წმინდა ანდრიას დროშაა, რომელიც შოტლანდიის მფარველ წმინდანად მიიჩნევა. შოტლანდიის ჩრდილოეთი მთიანია, ამიტომ, იქ ნაკლებია მოსახლეობა. ხალხის დიდი ნაწილი ქვემო, დაბლობ მხარესა და სანაპიროებზე ცხოვრობს. ცენტრალური შოტლანდიის სამხრეთი ნაწილიც მთა-გორიანია, თუმცა, უფრო ნაკლებად. დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან ბევრი კუნძულია. დედაქალაქია ედინბურგი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უდიდესი ქალაქი კი გლაზგოა, სადაც შოტლანდიელების თითქმის ნახევარი ცხოვრობს. შოტლანდიის დანარჩენი ქალაქებია აბერდინი, დანდი, ინვერნესი და სთირლინგი. უდიდესი კუნძულებია - ორკნი, შეტლანდი, ჰებრიდები. აქვს გარკვეული ავტონომიური უფლებები. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად და 3 კუნძულოვან მხარედ.

Where can you sleep near შოტლანდია ?

Booking.com
486.718 visits in total, 9.181 Points of interest, 404 Destinations, 28 visits today.