ჩურო

ჩურო (ესპანურად: churro) ესპანური ზეთში შემწვარი საკონდიტრო ნაწარმია. ხშირად მას მიირთმევენ, როგორც წასახლემსებელს. ჩურო გავრცელებულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, რის შედეგადაც კერძი გავრცელდა ფილიპინებსა და ლათინურ ამერიკაში. მას მიირთმევენ მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით სამხერთ- დასავლეთ ამერიკაში და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პორტუგალიური და ესპანური წარმოშობის მიგრანტების დიდი რაოდენობაა. ესპანეთში ნაწარმი თხელია, ხშირად გაკვანძული, ზოგიერთ შემთხვევაში კი გრძელი. ჩუროს მიირთმევენ დილაობით, საუზმეზე, ცხელ შოკოლადთან ერთად. მას ხშირად ზემოდან შაქარი აქვს მოყრილი. სახელწოდება ჩურო გამოიყენება ესპანეთში, ესპანურენოვან ამერიკასა და ბრაზილიაში.

პორტუგალიაში ჩურო იყიდება როგორც ესპანური ნაწარმი. პორტუგალიისთვის დამახასიათებელია მცირედით განსხვავებული კერძი, სახელწოდებით პორა, რომელსაც ჩუროსგან განსხვავებით შიგთავსი აქვს. შიგთავსი მოიცავს კრემებს და ჟელეებს. პორტუგალიური ფარტურას (ასევე ჩუროს მსგავსია) ყველაზე პოპულარული ცომეულია მთელს პორტუგალიაში.

Destinations