ჩობეს ეროვნული პარკი

ჩობეს ეროვნული პარკი — ბოტსვანის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით. სიდით ბოტსვანის მესამე პარკია, კალაჰარის ცენტრალური ნაკრძალისა და გემსბოკის ეროვნული პარკის შემდეგ. პარკში სამონადირეო რესურსების ერთ-ერთი უდიდესი კონცენტრაციაა აფრიკის მასშტაბით.

პარკში ლომების პოპულაციაა, რომელიც აფრიკული სპილოებით იკვებება, უმეტესწილად ახალშობილებითა და პატარებით, თუმცა, ზოგჯერ ზრდასრული სპილოებითაც.

ისტორია

თავდაპურველად პარკის ტერიტორიაზე ბუშმენები ცხოვრობდნენ (რომელთაც ბოტსვანაში ბასარვას ხალხს უწოდებენ). ისინი მომთაბარე მონადირე-შემგროვებელი ცხოვრების წესს მისდევნდენ, გამუდმებით მოგზაურობდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე საკვების საშოვნელად, ხილისა და წყლის მოსაპოვებლად და გარეუი ცხოველების მოსანადირებლად. დღესდღეობით პარკის კლდოვან ბორცვებზე ბუშმენთა ნახატების ნახვაა შესაძლებელი.

სხვადასხვა სახეობის ველური არსების დასაცავად და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ეროვნული პარკის შექმნის იდეა 1931 წელს გაჩნდა. იმავე წელს ჩობეს რაიონის 24 000კმ² მიწა არასამონადირეო ტერიტორიად გამოცხადდა, მომდევნო ორი წლის შემდეგ კი დაცული ტერიტორია 31 600კმ²-მდე გაიზარდა. 1943 წელს რეგიონში ცეცეს ინფექციის გავრცელების გამო ეროვნული პარკის შექმნის იდეა გადაიდო. პროექტმა 1953 წელს კვლავ მიიპყრო მთავრობის ყურადღება: 21 000კმ² მიწის ველური ბუნების ნაკრძალად გამოცხადება გადაწყვიტეს. ჩობეს ველური ბუნების ნაკრძალი 1960 წელს შექიმნა, თუმცა უფრო მცირე ფართობზე. 1967 წელს ნაკრძალი ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

Photographies by:
Charles J. Sharp - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
5279
Statistics: Rank
17357

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
153476829Click/tap this sequence: 7613

Google street view

Where can you sleep near ჩობეს ეროვნული პარკი ?

Booking.com
490.016 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 65 visits today.