( ჩინური დრაკონი )

ჩინური დრაკონი - მითიური არსება ჩინეთის ფოლკლორში, მითოლოგიაში და ზოგადად კულტურაში. ჩინურ დრაკონს შეიძლება სხვადასხვა ცხოველის ფიზიკური თვისებები ჰქონდეს (მაგ. კუს ან თევზის), მაგრამ ყველაზე ხშირად ის გველის მაგვარ არსებას წარმოადგებს ორი ან ოთხი ფეხით, კლანჭებით და ხანდაზან ფრთებით. დრაკონი ჩინეთში კეთილი ძალების, იღბლის, ძალის და ძალაუფლების სიმბოლოა - ჩინეთის იმპერატორები ხშირად იყენებდნენ დრაკონს თავის სიმბოლოდ, გამოჩინებულ ადამიანს დრაკონს ადარებენ. დრაკონს ახსენებენ სხვადასხვა გამონათქვამში და იდიომაში, მაგ. "იმედი აქვს, რომ შვილი დრაკონად გაეზრდება", ანუ შვილზე მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებს. ჩვეულებრივად ასოცირდება წყლის სტიქიასთან და წვიმასთან.