ჩენდეს კურორტული ზონა

ჩენდეს კურორტული ზონა (ჩინ. 避暑山庄) — ცინის იმპერიის ზაფხულის სასახლე ჩინეთის ხებეის პროვინციაში, ქალაქ ჩენდეში. შენდებოდა 1703 - 1792 წლებში. კომპლექსის ფართობი 5.6 კმ²-ია და ჩენდეს ურბანული ზონის თითქმის ნახევარს მოიცავს. ეს საკმაოდ ვრცელი კომპლექსი შედგება ადმინისტრაციული და საცერემონიო შენობებისგან. სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ტაძრები და ბაღები ჰარმონიულად ერწყმის ტბების, მდელოების და ტყეების ლანდშაფტს.

პეკინის ზაფხულის სიცხის დროს, იმპერატორები ჩენდეში აფარებდნენ თავს. სასახლეების ზონა მიმსგავსებულია პეკინის აკრძალულ ქალაქს. იგი ორი ნაწილისგან შედგება: სამეფო ნაწილი შესასვლელში,სადაც იმპერატორები ოფიციალურ პირებს, არისტოკრატებსა და სხვადასხვა ქვეყნების დესპანებს იღებდნენ და მეორე - იმპერატორის ოჯახის საცხოვრებელი ნაწილი.

კომპლექსში ყოფნის დროს, ჩინეთის ორი იმპერატორი - ციაცინგი და ხიანფენი გარდაიცვალნენ 1820 და 1861 წლებში.

1994 წელს, იუნესკომ ჩენდეს კურორტული ზონა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

Photographies by:
Statistics: Position
4369
Statistics: Rank
76798

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
859172463Click/tap this sequence: 5446
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ჩენდეს კურორტული ზონა ?

Booking.com

What can you do near ჩენდეს კურორტული ზონა ?

8.817.636 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 2.120 visits today.