Templo de las Inscripciones (Palenque)

( წარწერების ტაძარი )

წარწერების ტაძარი (მაია: Bʼolon Yej Teʼ Naah; ცხრა გალესილი მახვილის სახლი) — კოლუმბამდელი მაიას ცივილიზაციის უდიდესი საფეხურებიანი პირამიდა პალენკეში, თანამედროვე მექსიკის შტატ ჩიაპასში. VII საუკუნეში სპეციალურად აიგო მეფე პაკალის დასამარხად, რომელიც 70 წლის მანძილზე მეფობდა პალენკეში. მონუმენტის მშენებლობა მისი სიცოცხლის ბოლო ათწლეულში დაიწყო და დაასრულა მისმა ვაჟმა, ბალამ II-მ. წარწერების ტაძარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძველესი მაიას შესწავლაში. ტაძარში არსებულ დაფებზე აღმოჩენილია უნიკალური იეროგლიფური ტექსტები, შთამბეჭდავი სკულპტურული პანელები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტი უშუალოდ პაკალის სამარხში.

ისტორია

ტაძრის მშენებლობა 683 წელს დასრულდა. მშენებლობა თავად პაკალმა დაიწყო, თუმცა დაასრულა და ბოლო დეკორაციებით მორთო მისმა ვაჟმა, ბალამ II-მ.[1]

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანდ პალენკეს და მათ შორის წარწერების ტაძარსაც ბოლო 200 წლის მანძილზე სწავლობდნენ, პაკალის სამარხის აღმოჩენა მხოლოდ 1952 წელს მოხდა. მექსიკელმა არქეოლოგმა ალბერტო რუს ლუილიერმა ტაძრის იატაკს ერთი ფილა მოაცილა და აღმოაჩინა კიბე. ორი წლის შემდეგ, როდესაც კიბე გაასუფთავეს, აღმოჩნდა, რომ ის პაკალის სამარხისკენ მიემართებოდა.[2]

Guenter:3-4Robertson 1983:23
Photographies by:
Statistics: Position
2709
Statistics: Rank
115373

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
296741358Click/tap this sequence: 4111
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near წარწერების ტაძარი ?

Booking.com
8.819.269 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.384 visits today.