불국사
( ბულგუკსა )ბულგუკსა — კორეული ბუდიზმის ჩოგიეს წესდების მთავარი ტაძარი სამხრეთ კორეაში, კიუნსან-პუკტოს პროვინციაში. მოიცავს ქვეყნის ეროვნული საგანძურის 7 ობიექტს, მათ შორისაა ორი პაგოდა და ბუდას ორი მოოქროვილი სკულპტურა. 1995 წელს, იუნესკომ ბულგუკსა მიდგან 4 კმ-ში მდებარე სოკურამთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ტაძარი სილას სამეფოს ბუდისტური ხელოვნების ოქროს ხანის ნიმუშად მიიჩნევა. 1966 წელს აქ აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უძველესი, ხით ბეჭდვის ნიმუშები, რომლებიც ახ.წ. 704 - 751 წლებით თარიღდება. დაბეჭდილია ბუდისტური ტექსტები.
თანამედროვე კომპლექსის ადგილას, პირველადი, პატარა ტაძარი ახ.წ. 528 წელს აშენდა.
ბულგუკსა — კორეული ბუდიზმის ჩოგიეს წესდების მთავარი ტაძარი სამხრეთ კორეაში, კიუნსან-პუკტოს პროვინციაში. მოიცავს ქვეყნის ეროვნული საგანძურის 7 ობიექტს, მათ შორისაა ორი პაგოდა და ბუდას ორი მოოქროვილი სკულპტურა. 1995 წელს, იუნესკომ ბულგუკსა მიდგან 4 კმ-ში მდებარე სოკურამთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ტაძარი სილას სამეფოს ბუდისტური ხელოვნების ოქროს ხანის ნიმუშად მიიჩნევა. 1966 წელს აქ აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უძველესი, ხით ბეჭდვის ნიმუშები, რომლებიც ახ.წ. 704 - 751 წლებით თარიღდება. დაბეჭდილია ბუდისტური ტექსტები.
თანამედროვე კომპლექსის ადგილას, პირველადი, პატარა ტაძარი ახ.წ. 528 წელს აშენდა.
ქრონიკების თანახმად თანამედროვე ბულგუკსის ტერიტორიაზე პირველი ტაძარი ააშენეს 538 წელს. სამგუგიუსაში (ლეგენდების კრებული) ლაპარაკია იმაზე, რომ ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 751 წელს კიმ დე სონოს მიერ თავისი წინაპრების სულთა საოხად. მშენებლობა დამთავრდა მისი გარდაცვალები შემდეგ 774 წელს. ახალ ტაძარს ეწოდა ბულგუკსა (ბუდას მიწის მონასტერი).
კორიოს დინასტიისა და ჩოსონის დინასტიის ადრეულ პერიოდში ტაძარი ნაწილობრივ გადააკეთეს. იმჯინის ომის დროს (1592-1598 წწ.) ხის ნაგებობები დაიწვა. 1604 წელს დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია და გაფართოება. 1805 წლამდე ჩატარდა 40-მდე სამშენებლო და აღდგენითი სამუშაო. იაპონიიის კოლონიური მმართველობის დროს 1910-1945 წლებში იაპონელებმა დაიწყეს ტაძრის რესტავრაცია, თუმაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს.
მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის შემდეგ, 1966 წელს დაიწყო ტაძრის ნაწილობრივი რესტავრაცია. ამის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ ჩონ ჰი იწყებს ტაძრის აღმშენებლობას და ბულგუკსა იღებს თანამედროვე იერსახეს.
კომენტარის დამატება