ბამიანის ბუდას ქანდაკებები

ბამიანის ბუდას ქანდაკებები (სპარს. بت های باميان) — ბუდას ორი გიგანტური ქანდაკება (55 და 37 მ) ავღანეთში, ბამიანის დაბლობის ბუდისტური მონასტრის კომპელქსში. ქანდაკებები ბარბაროსულად დაანგრიეს 2001 წელს თალიბებმა, რომელთა აზრითაც, ისინი წარმართულ კერპებს წარმოადგენდნენ.

ქანდაკებები კლდეში იყო გამოკვეთილი, შემდეგ კი ნაწილობრივ ბათქაშით მოპირკეთებული, რომელსაც ხის არმატურა იჭერდა. სახეების ზედა ნაწილები, რომლებიც ხით იყო ნაკეთი, დიდი ხნის წინ დაიკარგა. გარდა განადგურებული ქანდაკებებისა, მონასტერში კიდევ ერთი მწოლიარე ბუდას ქანდაკება არსებობს, რომლის გათხრები 2004 წელს დაიწყო.

ისტორია

ქალაქი ბამიანი მდებარეობს აბრეშუმის დიდ გზაზე, რომელიც გადის ჰინდუქუშის გავლით, ბამიანის ხეობაში. აბრეშუმის გზა ისტორიულად იყო დამაკავშირებელი ხიდი ჩინეთსა და დასავლეთ სამყაროს შორის. აქ იყო განთავსებული რამდენიმე ბუდისტური მონასტერი, მიმდებარე რეგიონისთვის კი კულტურული, რელიგიური და ფილოსოფიური ცენტრი იყო. ბერები მონასტერში განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ, ისინი ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში ბამიანის კლდეებზე, მათი უმეტესობა რელიგიური ფრესკებით იყო მოხატული. ბამიანი მეორე საუკუნიდან იყო მიმდებარე ტერიტორიების ბუდისტური ცენტრი, სანამ მეშვიდე საუკუნეში მას ისლამის მიმდევრები არ დაესხნენ თავს, ხოლო მე-9 საუკუნიდან ის მუსლიმი საფარიდების შემადგენლობაში ხვდება[1].

ბამიანის ორი ყველაზე გამორჩეული ბუდას ფეხზე მდგარი ქანდაკებები იყო: ვაიროჩანა და შაკიამუნი. ორი მასიური ბუდას ქანდაკებები 2001 წელს ააფეთქეს ტერორისტებმა, ეს ქანდაკებები ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში, ბუდას ფეხზე მდგარ ქანდაკებებს შორის, სანამ ჩინეთში გაზაფხულის ბუდას ტაძარი აშენდებოდა, ჩინეთში ფეხზე მდგარი ბუდას ქანდაკება 128 მეტრია, ამ მშენებლობის შესახებ გაცხადდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ბუდას ქანდაკებები გაანადგურეს.

პატარა ქანდაკება აშენებულია 544-595 წლებში, ხოლო დიდი ქანდაკების აშენების თარიღად 591-644 წლები ითვლება[2]. დიდი ბუდას ქანდაკება ასევე არის დიპანკარას ბუდას პორტრეტი. მათი ფერები დროთა განმავლობაში გახუნდა.[3]

ჩინელი ბუდისტი პილიგრიმი სუანცზანი ესტუმრა ბამიანს 630 წლის 30 აპრილს და ის აყვევებულ ბუდისტურ ცენტრად დაასახელა. ის წერდა რომ ამ ადგილებში იყო ათამდე მონასტერი და ათასამდე ბუდისტი ბერი, მან ასევე ჩაინიშნა რომ ბუდას ქანდაკება შემკული იყო ოქროთი და ძვირფასი ქვებით.[4] ბამიანის ბუდისტური ქანდაკების დანგრევა გახდა სიმბოლო რელიგიურ ფონზე ჩადენილი დანაშაულის.[5]

დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-09-24.http://www.aolnews.com/2011/03/01/researchers-say-they-can-restore-1-of-destroyed-bamiyan-buddhas/?icid=maing%7Cmain5%7Cdl1%7Csec1_lnk2%7C47607http://www.sciencedaily.com/releases/2011/02/110225122816.htmhttp://depts.washington.edu/silkroad/cities/afghanistan/bamiyan.htmlhttp://hazaristantimes.wordpress.com/2009/06/04/bamyan-series/
Photographies by:
James Gordon - CC BY 4.0
Statistics: Position
118
Statistics: Rank
407876

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
827314695Click/tap this sequence: 8851

Google street view

Where can you sleep near ბამიანის ბუდას ქანდაკებები ?

Booking.com
489.144 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 50 visits today.