Benidorm

( ბენიდორმი )

ბენიდორმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მარინა-ბახის კომარკაში. ის პატარა ქალაქია და წარმოადგენს ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ტურისტულ დედაქალაქს.

ბენიდორმს უწოდებენ „ხმელთაშუა ზღვისპირეთის ნიუ-იორკს“, რადგან ნიუ-იორკის შემდეგ მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში კვადრატულ მეტრზე ცათამბჯენების მიხედვით.

ბენიდორმი არის ესპანეთის და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული ტურისტული ქალაქი თავისი სანაპირო პლაჟებითა და ღამის ცხოვრების წყალობით. ის მადრიდისა და ბარსელონის შემდეგ მესამე მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია ესპანეთში.

ისტორია
 
ბენიდორმის ციხესიმაგრე, ტორე-პუნტა-დელ-კავალი
 
1435 წლის ისტორილი წყარო, რომელიც გვამცნობს 1325 წ. წერილის შესახებ. წერილის თანახმად ამ დროისათვის უკვე არსებობდა ბენიდორმი

ბენიდორმი ისტორიაში პირველად მოიხსენიება შუა საუკუნეებში. ტერმინი ბენიდორმი უნდა წარმოადგენდეს იბერიულ-რომაულ ნაშთს. რეგიონზე გავლენა მოუხდენია არაბ დამპყრობლებს. რეკონკისტას პერიოდში ჩანს, რომ არაგონიის მთავარს დაუპყრია ალიკანტეს პროვინციის ნაწილი, მათ შორის ბენიდორმის მიწები 1245 წელს. მოგვიანებით ამ მიწების დიდი ნაწილი გადაეცა ადმირალ ბერნარდო სარიას, რომელიც დიდი ფეოდალი ყოფილა. ადმირალი ითვლება ბენიდორმის დამფუძნებლად. ისტორიული წყაროების თანახმად, მას 1325 წელს დაუარსებია ქალაქი და ციხესიმაგრე ამ ადგილას. როგორც ირკვევა, იგი წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

XV საუკუნეში მოსახლეობამ განიცადა ბერბერი მეკობრეების ორი საშინელი თავდასხმა — 1410 და 1448 წლებში. მეკობრეებმა ბენიდორმის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაატყვევეს 1448 წელს, თუმცა ქალაქი მთლიანად არ გაუკაცრიელებულა. მოგვიანებით, აღადგინეს და შეაკეთეს ციხესიმაგრე. მომდევნო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ბენიდორმი განიცდიდა ოსმალი და ბერბერი მეკობრეების განუწყვეტელ თავდასხმებს.

XVII საუკუნეში შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ეს დამოკიდებული იყო 1666 წელს დიდი საირიგაციო სისტემის შექმნასთან, რის შედეგადაც ზღვის წყლები გადაისროეს რეგიონის მიმართულებით.

XVIII საუკუნისათვის აქაური მეთევზეები ცნობილი გახდნენ მთელს ესპანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ტექნიკა, რომელსაც მეთევზეები იყენებდნენ ისლამური პერიოდით თარიღდება. თევზჭერის წარმატებამ და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ბენიდორმის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ქალაქი გახდა კაპიტანთა და გემთმშენებელთა ბაზა. ამ ყველაფერმა შექმნა რეგიონის სიმდიდრის პირობები. შექმნილმა პირობებმა რეგიონის დემოგრაფიული ექსპანსია გამოიწვია. 1715 წელს ბენიდორმში 216 მცხოვრები ჩანს, რომელთა რაოდენობა XVIII საუკუნის ბოლოს 2700-მდე გაზრდილა.

1952 წლისათვის თევზჭერის წარმოება დაეცა. ქალაქის თვითმმართველობამ გაჭირვების თავიდან დაღწევის მიზნით მრავალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიმართული იყო ტურისტული ბაზრის განვითარებისაკენ. დღეისათვის ქალაქი ევროპისა და ესპანეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კურორტია. აქ ყოველწლიურად 5 მლნ. ტურისტი სტუმრობს, რაც ესპანეთს ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წილია.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
875642139Click/tap this sequence: 6888

Google street view

Where can you sleep near ბენიდორმი ?

Booking.com
487.349 visits in total, 9.186 Points of interest, 404 Destinations, 34 visits today.