قلعة بهلاء

( ბაჰლის ციხესიმაგრე )

ბაჰლის ციხესიმაგრე (არაბ. بهلاء‎قلعة) — ისტორიული ციხესიმაგრე ომანის მთიანეთში. მიეკუთვნება XIII-XIV საუკუნეებს, როდესაც ყვაოდა ბაჰლას ოაზისი, ბანუ ნებჰანის ტომის მმართველობის ქვეშ.

ციხესიმაგრე ნაშენებია ალიზით და საძირკვლიდან მისი სიმაღლე 165 ფუტს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარეობს XIV საუკუნის პარასკევის მეჩეთი მოქანდაკებული მიჰრაბით. 1987 წლამდე ის აღუდგენელი, ღია და დაზიანებული იყო. ამავე წელს, იუნესკომ ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, მაგრამ უკვე 1988 წელს, საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა.

1990-იანი წლებიდან იწყება აღდგენითი სამუშაოები, რაშიც 1993-1999 წლებში, ომანის მთავრობამ 9 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ის ხარაჩოებში ჩასმული და ტურისტთათვის დახურული რჩებოდა. 2004 წელს, იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლთა სიიდან ამოიღეს.

Photographies by:
Francisco Anzola - CC BY 2.0
Statistics: Position
757
Statistics: Rank
232415

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
521946873Click/tap this sequence: 1629
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ბაჰლის ციხესიმაგრე ?

Booking.com

What can you do near ბაჰლის ციხესიმაგრე ?

8.837.819 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 5.273 visits today.