Azulejo ( აზულეჟუ )
აზულეჟუ — პორტუგალიური კერამიკული ჭიქური კაფელ-კრამიტის მეშვეობით შექმნილი ნამუშევარი, რომელიც უმთავრესად გამოიყენებოდა ეკლესიების და სასახლეების გასაფორმებლად. აზულეჟუ არა მხოლოდ ორნამენტისათვის გამოიყენებოდა არამედ მას ტემპერატურის კონტროლის ფუნქციაც ჰქონდა საცხოვრებელ სახლებში. ბევრი აზულეჟუ ნამუშევარი პორტუგალიის ისტორიას გადმოსცემს. სიტყვა აზულეჟუ არაბული სიტყვა „ზილიჯი“-საგან წარმოსდგება და ნიშნავს „გაპრიალებულ ქვას“. პორტუგალიური აზულეჟუს ყველაზე ძველი ნიმუში გამოყენებულია სინტრის სასახლეში.