History of the United States ( აშშ-ის ისტორია )
დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები დაუსახლებელი იყო. იმ დროს ზღვის დონის დაწევამ წარმოშვა სახმელეთო ხიდი აზიის კონტინენტსა და ალასკის ნახევარკუნძულს შორის. ამ გზით ადამიანები აზიიდან ამერიკაში გადიოდნენ და თანდათანობით სახლდებოდნენ ორივე კონტინენტის უკაცრიელ მიწებზე. შემდგომში ზღვის დონემ კვლავ აიწია და შეწყდა კავშირი აზიასთან, ამიტომ აზიელთა და, მით უმეტეს ევროპელთა მომდევნო კულტურული მიღწევები ამერიკელებისთვის უცნობი დარჩა.
XVI საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპის ქვეყნების კარაველები ოკეანეებს სერავდნენ და შორეულ ტერიტორიებისკენ ექსპედიციებს აწყობდნენ. ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი ტომები, რომლებიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ნადირობით და თევზჭერით ირჩენდა, მათ გამოჰყავდათ სპეციალური ჯიშის კულტურული მცენარეული ჯიშები, მათი დიდი მიღწევა იყო სიმინდის — მაისის გამოყვანა.
დღევანდელი აშშ-ის სამხრეთ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა აცტეკების იმპერიის დიდი გავლენა.