აინუს ტომი
აინუ — ადამიანთა ჯგუფი შორეულ აღმოსავლეთში. ამ ხალხის სახელწოდება აინუს ენაზე „ადამიანს“, „ხალხს“ ნიშნავს . ისინი მისდევენ ნადირობას, თევზაობასა და მიწათმოქმედებას. ეს ხალხი მეზობელი იაპონელებისგან, კორეელებისა და ჩინელებისგან, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული, მხოლოდ ნადირობითა და შემგროვებლობით არ განსხვავდებოდნენ. აინუ იყო პირველი ხალხი, რომელიც დასახლდა იაპონიის ტერიტორიაზე.
აინუს კულტურას მრავალი სახესხვაობა აქვს. ჰოკაიდოსა და სახალინის აინუ ცხოვრობენ, შესაბამისად, ჰოკაიდოსა და სახალინის ჩრდილოეთ ნაწილში. რაც შეეხება კურილიის აინუს, ზოგი იყენებს ამ ტერმინს მხოლოდ იმ აინუს აღსანიშნავად, რომელთაც ოკუპირებული აქვთ კურილიის ცენტრალური და ჩრდილოეთ კუნძულები და მათთან არ მოიაზრებენ იმ აინუს, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთით და რომელთა ცხოვრების წესი ჰოკაიდოს მოსახლეობის მსგავსია. სხვები კი ამ ტერმინს კურილიის კუნძულზე მცხოვრებთა გამოსახატად იყენებს.